მოიპოვე 2000 ფუნტის ოდენობის დაფინანსება და აქციე შენი იდეა რეალობად
Big Idea Challenge ვიდეოფიჩის კონკურსი ბრუნდება. კონკურსი გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ფარგლებში, რომლის პარტნიორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. კონკურსი მიზნად ისახავს სტუდენტების, კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნეს იდეების განვითარებას.
,,პროგრამა შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის შესახებ
24 იანვარს, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ უმასპინძლა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში და ბრიტანულ Advantage Creative-თან თანამშრომლობით.
ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი" ფარგლებში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) პროგრამის პარტნიორებთან ერთად უმასპინძლებს 3 საერთო პროექტს: იდეათონი, ჰაკათონი, ჰაკათონი.