032 2 90 00 00

info@seu.edu.ge

თბილისი, წინანდლის ქ. 9 საქართველო​

SEU-საიტისთვის-ლოგო-ქართ (1)
INNERPAGECOVER

პროექტები

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი” ფარგლებში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ პროგრამის პარტნიორებთან ერთად უმასპინძლებს 3 საერთო პროექტს:

1

იდეათონი

მოკლე, ინტენსიური, იდეების გენერაციის პროცესი. იდეათონის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან გუნდური მუშაობის პრინციპებს და გამოიმუშავებენ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ უნარ-ჩვევებს, რაც სტარტაპ აზროვნების ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

2

ჰაკათონი

ბიზნესიდეებზე მუშაობის ინტენსიური პროცესი. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილე გუნდები ამუშავებენ სტარტაპ იდეებს, რომლებიც პასუხობენ ბაზარზე არსებულ პრობლემებს და სახავენ მათი გადაჭრის გზებს. პროცესის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა შექმნან ,,მინიმუმ ხელშესახები" პროდუქტი ან პროდუქტის პროტოტიპი, რაშიც ჰაკათონის საორგანიზაციო ჯგუფი (ჩართული მენტორებითა და ლექტორებით) აღმოუჩენს დახმარებას სხვადასხვა თემატური ლექციებითა და მენტორინგით.

3

სტარტაპ კვირეული

კვირეულის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ წარმატებული სტარტაპერების თემატურ ლექციებს. დაესწრონ სტარტაპ ვორკშოპებს და გაიღრმავონ ცოდნა მეწარმეობისა და სტარტაპერობის შესახებ.