საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ, ბრიტანეთის საბჭოს გრანტი მოიპოვა.
გრანტის ფარგლებში, ბრიტანელი ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნება მეწარმეობის სწავლების ონლაინ პლატფორმა, რომელიც მოიცავს დისტანციური მიდგომების, ინსტრუმენტების და რესურსების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სტუდენტებში მეწარმეობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება სტუდენტური ჰაკათონები და კრეატოთონები, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ მათი სამეწარმეო იდეების რეალობად ქცევის გამოცდილება მიიღონ.
გარდა ამისა, ამავე გრანტის ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭომ, სეუ-ს სტუდენტებისთვის გამოყო დაფინანსება, 9 ათასი ფუნტის ოდენობით, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის ინგლისური ენის კომპეტენციის ამაღლებას, ბრიტანეთის საბჭოს სპეციალური პროგრამით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, მოიპოვა ბრიტანულ კომპანია Creative Spark-სა და ბირმინგემის უნივერსიტეტის STEAMHOUSE-თან და თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული კომპანია Creative Spark-სა და ბირმინგემის უნივერსიტეტის STEAMHOUSE-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭოს გრანტი SEU – სთან ერთად აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც მოიპოვა.
#mycreativespark