,,პროგრამა შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" არის 5 წლიანი ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU პროგრამის პარტნიორია 2021 წლიდან და თანამშრომლობს ბრიტანულ Advantage Creative-თან, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან და Creative Solution-თან.
პროგრამა მოიცავს სამ ძირითად ელემენტს:
1
დიდი ბრიტანეთისა და პროგრამაში ჩართული ქვეყნების უნივერსიტეტებსა და შემოქმედებით ინსტიტუციებს შორის პარტნიორობის განვითარებას სამეწარმეო განათლების ხელშეწყობისა და სამეწარმეო ცენტრების დაარსების მიზნით.
2
სტუდენტებისთვის და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებულებისთვის სამეწარმეო უნარების განვითარების ტრენინგების ჩატარებას იდეების ჩამოყალიბების, ბიზნესის წამოწყების, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და კრედიტების მიღების მეთოდების შესახებ.
3
სამეწარმეო ინგლისური ენის შესწავლის პროგრამას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ციფრულ სასწავლო პლატფორმას, ონლაინ კურსებს და მასიურ ღია ონლაინ კურსებს (MOOCs).