11 აპრილს, SEU-მ სტუდენტურ საერთაშორისო ჰაკათონს უმასპინძლა.
ჰაკათონი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით და ბრიტანული კომპანია „Advantage Creative“- ის ტექნიკური უზრუნველყოფით განხორციელდა.
ონლაინ ჰაკათონის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ჯგუფური მუშაობის პრინციპით, მოეხდინათ ბიზნეს იდეის პროტოტიპირება და მიეღოთ იდეის ბიზნეს გეგმად ჩამოყალიბების გამოცდილება.
ყველა მონაწილეს SEU-ს რექტორის, ბ.გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით გადაეცემა პრიზი, რაც უფასო ტრენინგს გულისხმობს ბიზნესის ადმინისტრირების ერთ-ერთ სფეროში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტებს, რომ განივითარონ სამეწარმეო უნარები და თავინათი ბიზნეს იდეა, აქციონ რეალურ ბიზნესად.
#mycreativespark